• Geo
  • Eng
18.05.2022
მეორე გუნდის პირველი მარცხი

დინამოს მეორე შემადგენლობამ მე-7 ტურის მატჩი ტყიბულში ადგილობრივ მეშახტესთან გამართა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია. მასპინძლებმა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით 2-0 იმარჯვეს. დედაქალაქელები სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ, თუმცა მარაგში ერთი გამოტოვებული მატჩი აქვთ. მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 22 მაისს ლანჩხუთის გურიასთან თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

 

შემადგენლობა და ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024