• Geo
  • Eng
16.05.2022
უგოლო ფრე საბურთალოსთან

დინამო არენაზე მე-14 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა საბურთალოს უმასპინძლეს.

 

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იყოჩაღეს. მატჩის 38-ე წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა, საჯარიმოში საიმონ ბენიომ ყველას დაასწრო, თავურით ძლიერად დაარტყა, ბურთი კი ბოლო წამს დაუცველი კარიდან იური ტაბატაძემ გამოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ტაიმმა მასპინძელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა.

 

მეორე ნახევარი ასევე აქტიურად განახლდა. ჯერ გიორგი მოისწრაფიშვილის შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ არაზუსტად დაარტა, საპასუხოდ კი ლაშა შინდაგორიძის ახლო მანძილიდან თავით ძლიერად დარტყმული ანდრეს პრიეტომ ნახტომში მოიგერია. მატჩის 70-ე წუთზე სტუმართა კარი გადარჩა. საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი პაპავამ ძლიერად გაისროლა თუმცა ძელი... ტაიმის ბოლოსკენ ორივე კართან იყო სახიფათო მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა და შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა. შემდეგ შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი 21 მაისს საგურამოში, ლოკომოტივთან გამართავს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024