• Geo
  • Eng
02.05.2022
დინამოს ტორპედოსთან ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, ტორპედო ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა და თბილისურ გუნდს ტექნიკური გამარჯვება, ანგარიშით 3-0 ჩაეთვალა.

 

აქვე გთავაზობთ სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სრულ გადაწყვეტილებას:

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-მუხლის 1-ლი პუნქტი, 114-მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-მუხლის მე-2 პუნქტი, 116-მუხლისა და 55-მუხლის მე-2 პუნქტი);

ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93- მუხლის 1-ლი პუნქტი, 106- მუხლის მე-2 პუნქტი, 114- მუხლის 1-ლი პუნქტი, 115- მუხლის მე-2 პუნქტი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი)

ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93- მუხლის 1-ლი პუნქტი, 106- მუხლის მე-2 პუნქტი, 114- მუხლის 1-ლი პუნქტი, 115- მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს - გიორგი პაპავას. (... სადისციპლინო კოდექსის 98- მუხლის მე-4 პუნქტი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი)

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104- მუხლის მე-2 პუნქტი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელსევგენი ტაიკევიჩს(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი)

ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტსშოთა ბაბუნაშვილს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98- მუხლის მე-4 პუნქტი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევეფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98- მუხლის მე-9 პუნქტი და 55- მუხლის მე-2 პუნქტი);

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024