• Geo
  • Eng
09.04.2022
ურთიერთშეხვედრები თელავთან

10 აპრილს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა კახეთში შედგება, ჩვენი გუნდი თელავს ესტუმრება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გეზი აღმოსავლეთისკენ აიღეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. 

 

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ ექვსჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. სამი მატჩი დინამომ მოიგო, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 8/1 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

 

2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. ბოლოს კი ეს გუნდები 31 ოქტომბერს გადაიკვეთნენ. დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024