• Geo
  • Eng
22.01.2022
ბადრი კეთილაძე 1959-2022
დინამო თბილისი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძის გარდაცვალების გამო. იგი დინამოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის ისტორიას უმარავი მნიშვნელოვანი კადრი შესძინა.
 
საქართველოში სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში ბადრი კეთილაძის როლი შეუფასებელია, იგი წლების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდა ფოტოგრაფს საკუთარ გამოცდილებას უანგაროდ უზიარებდა.
 
დინამო თბილისი მადლობას უხდის ბადრი კეთილაძეს მისი შეუფასებელი სამსახურისთვის, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტს. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024