• Geo
  • Eng
21.01.2022
იტალიელი სპეციალისტი დინამოს აკადემიაში
დინამო თბილისის აკადემიის მთავარი მწვრთნელის ანდრეს კარასკოს ასისტენტად ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი გაბრიელე ჯერვაზი იმუშავებს. მას და თბილისურ კლუბს შორის ხელშეკრულება სამი წლის ვადით გაფორმდა.
 
გაბრიელე ჯერვაზის ახალგაზრდულ ფეხბურთში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო კლუბი იტალიური ჯენოა გახლდათ, სადაც სხვადასხვა დროს 14, 15, 16 და 17-წლამდე გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2018 წელს კი, ჯერვაზი ჩინური ჯიანგსუ სუნინგის ასაკობრივი გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო.
 
სამწვრთნელო გამოცდილებასთან ერთად გაბრიელე ჯერვაზის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2009-13 წლებში იგი იტალიური ჩერიალეს ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022