• Geo
  • Eng
20.01.2022
დინამომ წლის პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში დინამო თბილისმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრაში დინამოელებმა თბილისის სპაერს უმასპინძლეს და ფრედ - 2:2 ითამაშეს. კახა ცხადაძის გუნდმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა. 
 
​ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-3 წუთზე სტანისლავ ბილენკის გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა და დინამოს შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. სპაერის კართან შექმნილი რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
დინამოელებმა მეტოქის კარში მეორე გოლი 66-ე წუთზე გაიტანეს, ლევან ხარაბაძის ფლანგური შეტევის შედეგად ბურთი გიორგი გაბედავას მიუვიდა და გამოცდილმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. სპაერმა ანგარიშის გათანბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს შეძლო, მე-80 და 88-ე წუთებზე დუბლი დავით ნაჭყებიამ შეასრულა.
 
დინამო თბილისი 2:2 სპაერი
 
თბილისი, დინამოს ბაზა
 
ძირითადი შემადგენლობა: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ბიტოკი, მექვაბიშვილი, ლომინაძე, კირკიტაძე, სხირტლაძე, ანტილევსკი, ბილენკი
​შეცვალზე გამოვიდნენ: ბერუაშვილი, მაქაცარია, ხარაბაძე, იაკობიძე, ბენიო, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, პაპავა, გაბედავა, გაფრინდაშვილი, ოსეი, იობაშვილი
 
​მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
​გოლები: 1:0 კირკიტაძე (3), 2:0 გაბედავა (66), 2:1 ნაჭყებია (80), 2:2 ნაჭყებია (88)
 
დინამო თბილისი 2022 წლის სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
 
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024