• Geo
  • Eng
19.01.2022
თურქეთში გამგზავრებამდე დინამომ ბოლო ვარჯიში გამართა
19 იანვარს დინამოელებმა თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ვარჯიში გამართეს. გუნდს ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო და განელი ნახევარმცველი ბარნს ოსეი შეუერთდნენ. დიღმის ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.
 
მეკარეები: ანდრე პრიეტო, დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია
 
მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი
 
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი
 
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა
 
კახა ცხადაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 20 იანვარს14:00 საათზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები საფეხბურთო კლუბ სპაერს უმასპინძლებენ. აღნიშნული შეხვედრის ხილვა დინამოს YouTube არხზე იქნება შესაძლებელი. 
 
დინამო თბილისის მომდევნო დღეს დაისვენებს და გუნდი თურქულ შეკრებაზე 22 იანვარს გაემგზავრება. შეკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
 
 
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024