• Geo
  • Eng
12.01.2022
დინამო ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

დინამო თბილისი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, ნოდარ იაშვილი და გიორგი ქიმაძე კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ, ნოდარ ქავთარაძე კი იჯარის წესით საბურთალოში ითამაშებს. რაც შეეხება ომარ მიგინეიშვილს, მან აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

 

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებს დინამოში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022