• Geo
  • Eng
05.01.2022
გრიგოლ ცაავა – 60

დღეს გრიგოლ ცაავა 60 წლის გახდა. გრიშა 17 წლის ასაკში მოხვდა დინამოში და ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში 10 სეზონი გაატარა. იგი დინამოს ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. მას შეუდარებელი დავით ყიფიანის შემდეგ, ერგო პატივი ჩვენი გუნდის ათნომრიანი მაისური ემოსა. 1979-1990 წლებში ცაავამ დინამოს შემადგენლობაში 182 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. 1982 წელს შედიოდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. არის საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. ამჟამად თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. დინამოელები ვულოცავთ ჩვენს ვეტერანს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024