• Geo
  • Eng
22.12.2021
დინამომ დმიტრი ანტილევსკი დაიმატა

ბელარუსის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ანტილევსკის ბოლო კლუბი ჟოდინოს ტორპედო გახლდათ. 2021 წლის სეზონში აღნიშნული გუნდის მაისურით შემტევმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვს გოლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დმიტრი ანტილევსკი ბორისოვის ბატეს აღზრდილია. ამავე კლუბის ძირითადი გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს მას მოგილევის დნეპრში, საფეხბურთო კლუბ მინსკში და დინამო მინსკში უასპარეზია.

ანტილევსკის ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. შემტევს ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული, ანტილევსკიმ ბელარუსთა შემადგენლობაში ბოლოს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, 17-წლამდე ნაკრებში ანტილევსკის ანგარიშზე ხუთ მატჩში გატანილი ორი გოლია. 19-წლამდელთა შემადგენლობაში შემტევმა ანალოგიური რაოდენობის შეხვედრები გამართა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებში კი, ანტილევსკიმ თორმეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო.

 

საკლუბო კარიერა

2015-16 | ბატე | 6 მატჩი

2017 | დნეპრ მოგილევი | 21 მატჩი | 2 საგოლე გადაცემა

2018 | მინსკი | 16 მატჩი | 4 გოლი | 6 საგოლე გადაცემა

2018-19 | დინამო მინსკი | 12 მატჩი

2020-21 | ტორპედო ჟოდინო | 59 მატჩი | 16 გოლი | 10 საგოლე გადაცემა

სანაკრებო კარიერა

2013-14 | ბელარუსი U17 | 5 მატჩი | 2 გოლი

2015 | ბელარუსი U19 | 5 მატჩი | 3 გოლი

2017-18 | ბელარუსი U21 | 12 მატჩი | 6 გოლი

2020 - | ბელარუსი | 8 მატჩი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024