დინამო თბილისმა პოლონურ იაგელონიასთან ნიგერიელი მარცხენა მცველის გოდფრი სტეფენ ბიტოკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
21 წლის მცველი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი დინამოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. იაგელონიამდე გოდფრი სტეფენ ბიტოკი ბელარუსული ისლოჩის და ნიგერიული ჯი-ლექ აკადემის ღირსებას იცავდა.
საკლუბო კარიერის პარალელურად ბიტოკი 2019 წელს ნიგერიის 23- წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. 2019 წელს მან ნიგერიელთა შემადგელობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 3 შეხვედრა გამართა.
საკლუბო კარიერა
2018-2020 | ისლოჩი | 59 მატჩი | 8 გოლი | 8 საგოლე გადაცემა
2021 | იაგელონია | 4 მატჩი
2021 | იაგელონია 2 | 17 მატჩი
სანაკრებო კარიერა
2019 | ნიგერია U23 | 3 მატჩი