• Geo
  • Eng
04.12.2021
მე- 700 მოგება

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლო ტური დედაქალაქური დერბით დასრულდა. მატჩის დაწყებამდე ალექსანდრე რეხვიაშვილმა ომარ მიგინეიშვილს სიმბოლურად დინამოს ფორმა გადასცა. გოლკიპერმა თავისი ხანგრძლივი კარიერა დაასრულა. დინამოს ძირითადში კი დებიუტი ჰქონდა ჩვენი მეორე გუნდის ფეხბურთელს - ლაშა აწყურელს, რომელმაც ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე დაიკავა ადგილი. სათადარიგო სკამზე კახა ცხადაძემ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაამწესა. თავად მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე შეხვედრის მე- 10 წუთზე საიმონ ბენიოს ზუსტი დარტყმით გახსნეს ანგარიში. შეხვედრის მე- 19 წუთზე დინამოელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ბარნს ოსეის სწრაფი გარღვევა სოსო კოპალიანმა აკრძალული ხერხით შეაჩერა, პენალტი კი ზუსტად გიორგი გაბედავამ დაარტყა 2-0. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს. გოლი ადამა ვადეს ანგარიშზეა. ტაიმი 2-1 დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. დინამოს შემადგენლობაში ლაშა აწყურელის გარდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის - ჯადული იობაშვილის, გიორგი ომარაშვილის, დიტო ფაჩულიას და ნოდარ ლომინაძის დებიუტი შედგა. ტაიმის ბოლოსკენ ზორან მარუშიჩმა მორიგი გოლი გაიტანა და ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი ადამა ვადემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა. დინამომ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში საიუბილეო მე- 700 გამარჯვება მოიპოვა, ტურნირი - მეორე ადგილზე დაასრულა.

 

დინამო  3-2  ლოკომოტივი

გოლი: 1-0 ბენიო 10’  2-0 გაბედავა (პენ) 19’  2-1 ადამა  3-1 მარუშიჩი 81’  3-2 ადამა 90+5’

გაფრთხილება: კოპალიანი 18’  მუკბანიანი 38’  ბენიო 74’ 

 

დინამო: პრიეტო, ბენიო, პაპავა (ხვადაგიანი 46), კალანდაძე, მექვაბიშვილი, აწყურელი (ომარაშვილი 82), ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი (ფაჩულია 65), ოსეი (ლომინაძე 46), გაბედავა (იობაშვილი 65), მარუშიჩი

ლოკომოტივი: კოპალიანი, ადამა, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (კეკელიძე 70), ქველაძე, მუკბანიანი (კახაბრიშვილი 46), დარცმელია (დიასამიძე 65), შონია, იაკობიძე (სიხარულიძე 65), ჭიაბრიშვილი, გავაშელიშვილი (იმრანი 65)

 

მსაჯი: ხათუნა მაისურაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022