• Geo
  • Eng
28.11.2021
უგოლო ფრე სამტრედიაში

დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 35- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის მეექვსე წუთზე სტუმრებმა ჩაიწერეს აქტივში. ზორან მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გადიოდა მაგრამ ბოლო წამს ვერ დაასწრო მასპინძელთა გოლკიპერს. საპასუხოდ სამტრედიის ფეხბურთელებსაც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ლომთაძის დარტყმული ანდრეს პრიეტომ კუთხურზე მოიგერია. დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა 24- ე წუთზე მასპინძელტა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და რომ არა ანდრეს პრიეტოს კარგი თამაში, მათე კვირკვია ანგარიშსაც გახსნიდა. ტაიმის შუიდან სათამაშო პერიპეტიებმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა, პირველი ნახევარი კი გატანილი გოლეების გარეშე დასრულდა. თბილისელებმა შეხვედრა ორმაგიცვლილებით განაახლეს. ბაქარ ქარდავასა და გიორგი მოისწრაფიშვილის ნაცვლად მოედანზე ანზორ მექვაბიშვილი და მილან რადინი შემოვიდნენ. მატჩის 55- ე წუთზე ბარნს ოსეის შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიჯრით ორი დარტყმული მოიგერიეს მასპინძლებმა. საერთოდ ტაიმი დინამოელთა აშკარა უპირატესობით განახლდა. მომდევნო შეტევაში ფაბიან სპორქსლედე მარჯვენა ფრთიდან გაიჭრა, მის ჩაწოდებულს ოსეიმ შეაგება თავი, რევაზ ლომიძემ კი ბურთი ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 67- ე წუტზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მასპინძელთა კართან, ოსეი ბარნსის დარტყმა და ბურთი ზევიდან გადაცდა სამტრედიის კარს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

სამტრედია  0-0  დინამო

გაფრთხილება: მჭედლიშვილი 58’  ხვადაგიანი 60’ 

 

სამტრედია: ლომიძე, ასათიანი, გადრანი, მჭედლიშვილი, ახალაძე, ცეცხლაძე, პავიშიჩი, იოსელიანი (ენდელაძე 67), კვირკვია, არაბიძე (გიგიაშვილი 93), ლომთაძე (რობაქიძე 79)

დინამო: პრიეტო, კალანდაძე, პაპავა, ხვადაგიანი, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), მორჩილაძე (ხარაბაძე 75), სპორქსლედე (კუცია 75), მოისწრაფიშვილი (რადინი 46), ოსეი (ქავთარაძე 83), გაბედავა, მარუშიჩი

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022