• Geo
  • Eng
22.11.2021
დინამოელებმა ბათუმის თასი მოიპოვეს

დინამო თბილისი ბათუმის თასის გამარჯვებულია. დინამოელებმა ფინალში ვილნიუსის ჟალგირისი 5-1 დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები გიორგი აბულაძემ, ანდრია ოჩიგავამ, სანდრო ბინიაშვილმა, დემეტრე დემეტრაშვილმა და ნიკა სახვაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დედაქალაქელებმა კლაიპედა 4-0 დაამარცხეს, პორტუს ბათუმს 3-1 აჯობეს და ლოკომოტივს 1-0 მოუგეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. დინამოელებმა რიზესფორთა შეხვედრა 1-3 დათმეს, ნახევარფინალში კი საფეხბურთო კლუბი გლდანი 1-0 დაამარცხეს.

 

დავით კაციას შეგირდებმა პრიზები ასევე ინდივიდუალურ ნომინაციებშიც მოიპოვეს:

 

ტურნირის საუკეთესო მეკარე - ნიკა თარაშვილი

ტურნირის საუკეთესო მცველი - ირაკლი ხვიჩია

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - სანდრო ბინიაშვილი

 

 

თბილისელები ბათუმში დავით კაციას ხელმძღვანელობით და 24 ფეხბურთელით იმყოფებოდნენ: ნიკა თარაშვილი, ოთო გურიელი, ირაკლი ხვიჩია, ნიკა კობზონაძე, სანდრო ხარაზი, თორნიკე ფილაური, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ჯიქიძე, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე, ლუკა კაკაშვილი, ნიკა სახვაძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, რეზი ჭანგურიძე, გაბრიელ გოგუა, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი, ანდრია ოჩიგავა, ლუკა გარუჩაბა, გეგა ბეგიაშვილი, დემეტრე დემეტრაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია სიხარულიძე და საბა ტაბატაძე ტურნირზე ლურჯ-თეთრ ფერებს დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024