• Geo
  • Eng
20.11.2021
დინამომ შუქურას 2-0 მოუგო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 34- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ შუქურას უმასპინძლა. დინამოელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ანგარიშიც მალევე გახსნეს. თავისი მორიგი გოლი ტრავმამოშუშებულმა გიორგი გაბედავამ გაიტანა. თბილისელებმა მეტოქეზე ზეწოლა უფრო გაზარდეს და 15 წუთში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ზორან მარუშიჩი ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა 2-0. პირველ ტაიმში მეტი არაფერი შეცვლილა. მეორე ნახევარი სტუმრებმა სამმაგი ცვლილებით, მასპინძლებმა კი იმავე აქტიურობით განაახლეს და ბარნს ოსეიმ ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მატჩის 75- ე წუთზე ქობულეთელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, პენალტი ჯერალდუმ დაარტყა, ანდრეს პრიეტომ კი ბურთი ნახტომში მოიგერია. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 2-0 მოიგო.

 

დინამო  2-0  შუქურა

გოლი: 1-0 გაბედავა 15’  2-0 მარუშიჩი 31’ 

გაფრთხილება: ხმალაძე 64’  სპიჩკა 77’  ოსეი 80’  სპორქსლედე 93’

დინამო: პრიეტო, ბენიო, პაპავა, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ხარაბაძე (მორჩილაძე 83), სპორქსლედე, მოისწრაფიშვილი (ქარდავა 66), ოსეი (კუცია 83), გაბედავა (რადინი 88), მარუშიჩი

შუქურა: თებიძე, ხმალაძე, სპიჩკა, ჭანტურია, ფარტენაძე, ექვთიმიშვილი (ვარშანიძე 46), ჯინჭარაძე (კაკაშვილი 46), აფხაზავა (გაფრინდაშვილი 72), ძალამიძე (ჯერალდუ 57), კვარაცხელია (მუსელიანი 46), ინგოროყვა

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021