• Geo
  • Eng
24.10.2021
გამარჯვება საბურთალოსთან

მიხეილ მესხის სახელობის არენამ ეროვნული ლიგის 31- ე ტურის შეხვედრა მიიღო, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მატჩის პირველი საგოლე სიტუაცია სტუმრებმა შექმნეს, ნოდარ ქავთარაძის აქტიურობას მარჯვენა ფრთაზე, საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა, მილან რადინმა დაარტყა, თუმცა მცველს გაარტყა ბურთი. მატჩის მე- 13 წუთზე საჯარიმოს მისდგომებიდან ზორან მარუშიჩმა გაისროლა, ბურთს ოთარ გოშაძემ მხოლოდ თვალი გააყოლა, მაგრამ დარტყმული მცირედით არაზუსტი გამოდგა. დინამოელებმა ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე გახსნეს. ნოდარ ქავთარაძე ზორან მარუშიჩის პასის შემდეგ მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და პირდპირ კარში დაარტყა, მეკარემ უკუაგდო ბურთი, თუმცა იმავე ქავთარაძემ მახვილი კუთხიდან დამატებაზეც გაისროლა და გოლიც გაიტანა. ტაიმი დინამომ მოიგო. მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით განაახლა, მილან რადინის ნაცვლად მოედანზე გიორგი მოისწრაფიშვილი გამოჩნდა. მატჩის მე- 60 წუთზე ზორან მარუშიჩმა მცველისგან მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მიიღო, დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მანამდე კი მასპინძელთა შეტევაა აღსანიშნავი და ანდრეს პრიეტოს კარგი თამაში, რომელმაც გიორგი კოხრეიძის გასროლილი კუთხურზე მოიგერია. ბოლო წუთებმა დაძაბულად ჩაიარა, ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ ყულაბას სამი ქულა შემატა. აღსანიშნავია, რომ დინამომ ამ სეზონში საბურთალოს ოთხივე მატჩი მოუგო.

 

საბურთალო  0-1  დინამო

გოლი: 0-1 ქავთარაძე 30’ 

გაფრთხილება: რადინი 38’  ლ. ნონიკაშვილი 42’  კალანდაძე 73’  შულაია 81’ 

 

საბურთალო: გოშაძე, მალი, შ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (ლაცაბიძე 72), ძებნიაური, გულიაშვილი (შულაია 62), კაკუბავა, ლ. ნონიკაშვილი (მამაგეიშვილი 72), ცნობილაძე (ჩაჩუა 8), კოხრეიძე (მანდრიჩენკო 72), გოჩოლეიშვილი

დინამო: პრიეტო, ბენიო, პაპავა, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ხარაბაძე, სპორქსლედე, რადინი (მოისწრაფიშვილი 46), ოსეი (კუცია 86), ქავთარაძე (მორჩილაძე 91), მარუშიჩი

 

მსაჯი: მ. ბირსანი (რუმინეთი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024