• Geo
  • Eng
07.10.2021
დინამო 2- მა ზედა ჯგუფი კონკურენტთან გამარჯვებით გახსნა

ლიგა 4-ში ზედა ჯგუფის მატჩები დაიწყო. დინამოელებმა აკადემიის მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ - ბორჯომს უმასპინძლეს. შეგახსენებთ, რომ დინამოც და ბორჯომიც ზედა ჯგუფში 19-19 ქულით შევიდნენ. თბილისელებმა შეხვედრაში დიდი ანგარიშით 3-0 იმარჯვეს და ჯგუფში პირველი ადგილი განიმტკიცეს. რაც შეეხება ბორჯომთან გატანილ გოლებს - სამივე ზუსტი დარტყმა მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეასრულეს. ჯუმბერ ხმელიძემ ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გახსნა, გიორგი მოისწრაფიშვილმა 78- ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო გიორგი მირზიკაშვილმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს სპაერის სტადიონზე - ირაოსთან ჩაატარებს.

 

დინამო-2  3-0  ბორჯომი

დინამო-2: მიგინეიშვილი, ჯანგიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, ფაჩულია, ხმელიძე, მოისწრაფიშვილი, ჭვრიტიძე, მაისურაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ომარაშვილი, მეტრეველი, ბაბუნაძე, მირზიკაშვილი, იაკობიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024