• Geo
  • Eng
24.09.2021
დინამომ სამტრედიაც დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 26- ე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე ჩვენი გუნდის სპორტულმა მენეჯერმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა ბაქარ ქარდავას ეროვნულ ლიგაში დინამოს ფორმით ჩატარებული 100 მატჩი სიმბოლური საჩუქრით მიულოცა. თავად შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი ბარნს ოსეის გარღვევას და თორნიკე მორჩილაძის დარტყმას მოჰყვა. მატჩის მე-11 წუთზე მილან რადინის გარღვევას, მორჩილაძე ასრულებდა, ბურთი კარს ზევიდან გადაცდა. დინამომ სრულად მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და მე- 17 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. დავით სხირტლაძის საჯარიმოში შერბენა, ბარნს ოსეის თავით გადაცემა და ზორან მარუშიჩმა თავითვე ზუსტად დაარტყა. ხუთიოდე წუთში სამტრედიელთა კონტრშეტევას გიორგი არაბიძის ტექნიკური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა 1-1. 34- ე წუთზე ზორან მარუშიჩს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ბოლო წამს მეკარემ მოასწრო რეაგირება. ტაიმის ბოლოსკენ ანდრეს პრიეტომ გიორგი არაბიძეს მწვავე დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ტაიმი 1-1 მორჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი მჭედლიშვილმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. დინამომ შეტევებს უმატა, რამდენიმე სახიფათო მომენტი ზორან მარუშიჩმა და ბარნს ოსეიმ ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ ორწუთიან მონაკვეთში თნილისელებმა 2 გოლი შეგადეს და ფაქტიურად შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გაირკვა. ჯერ დავით სხირტლაძემ ერთი შეხებით, მოხდენილი დარტყმით აიღო სტუმართა კარის ცხრიანი, 59- ე წუთზე კი საიმონ ბენიომ კუთხურიდან მოწოდებულზე ითამაშა შედეგიანად 3-1. 72- ე წუთზე კიდევ ერთი გოლი სამტრედიელთა კარში სერბული კომბინაციით მილან რადინმა გაიტანა. კიდევ ერთი გოლი სტუმრებს შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაუტანა, ეს გოლი ახალგაზრდა დინამოელისთვის სადებიუტო გამოდგა დედაქალაქელთა ფორმით. საბოლოოდ დედაქალაქელებმა მეტოქე 5-1 დაამარცხეს.

 

 

დინამო 5-1 სამტრედია

გოლი: 1-0 მარუშიჩი 17’  1-1 არაბიძე 22’  2-1 სხირტლაძე 57’  3-1 ბენიო 59’  4-1 რადინი 72’  5-1 მოისწრაფიშვილი 79’ 

გაფრთხილება: მჭედლიშვილი 12’  ხვადაგიანი 41’  მჭედლიშვილი 48’  ოსეი 55’ 

გაძევება: მჭედლიშვილი 48’ 

 

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი (კობოური 75), პაპავა, ბენიო, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), მორჩილაძე, სპორქსლედე, რადინი (კუცია 75), ოსეი (მოისწრაფიშვილი 75), სხირტლაძე (ქავთარაძე 81), მარუშიჩი

სამტრედია: ქურდაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, გიორგაძე, კვირკვია, არაბიძე, ახალაძე (კამლაძე 66), ლომთაძე, ენდელაძე (მესიაჩენკო 76), პრელეჩიჩი (კობახიძე 66), პავიშიჩი (რობაქიძე 76)

 

მსაჯი: ი.ხერხაძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021