• Geo
  • Eng
15.09.2021
დინამო 2 კვლავ იგებს

პირველი გუნდის დარად ეროვნული ჩემპიონატი დინამოს მეორე შემადგენლობამაც განაახლა. დინამო 2- მა ლიგა 4- ის თეთრ ჯგუფში მე- 15 ტურის მატჩში ბეთლემს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა მეტოქე. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საწყის ათ წუთში ორჯერ აიღო სტუმართა კარი და ფაქტიურად მთელი მატჩი სასურველ რიტმში გადაიყვანა. ანგარიში გიორგი ომარაშვილმა გახსნა, მერვე წუთზე დინამო ნიკა ქოქოსაძემ კიდევ უფრო დააწინაურა. საფინალო ანგარიში 68- ე წუთზე ჯუმბერ ხმელიძემ დააფიქსირა. 15 ტურის შემდეგ დინამოელები 37 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ, მომდევნო მატჩს კი 19 სექტემბერს თბლისის იბერიასთან გამართავენ.

 

დინამო-2  3-0  ბეთლემი

დინამო-2: კუტალაძე, იაკობიძე, ერაძე, ოსიყმაშვილი, ომარაშვილი, ოდიშარია, ნ. ქოქოსაძე, ფაჩულია, სიხარულშვილი, გაბიტაშვილი, მაისურაძე

სათადარიგო სკამი: მაქაცარია, აწყურელი, ისმაილი, ხმელიძე, უგრეხელიძე ჟივიძე, ბაბუნაძე, მეტრეველი, დუმბია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024