• Geo
  • Eng
13.08.2021
დინამომ ანდრეს პრიეტო დაიმატა

დედაქალაქელთა შემადგენლობას ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო შეემატა. 27 წლის ფეხბურთელმა დინამოსთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. პრიეტო მადრიდის რეალის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი მალაგას, ლეგანესის და ესპანიოლის რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი ბირმინგემ სიტი გახლდათ. მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024