• Geo
  • Eng
14.07.2021
კახა ცხადაძემ ნეფთჩისთან მატჩი შეაფასა

ნეფთჩისთან დასრულებული მატჩის შემდეგ კახა ცხადაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

კახა ცხადაძე: გილოცავთ გამარჯვებას. პირველ მატჩთან შედარებით, ნეფთჩიმ გაცილებით უკეთესად ითამაშა. ორივე გუნდმა დღეს კარგი თამაში აჩვენა. ზოგადად, ორ მატჩში 4- დან 3 გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ. ფეხბურთელებმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს, რის გამოც წავაგეთ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. წარუმატებლობის მიზეზი? კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება, ფეხბურთი გუნდური თამაშია, იგებს გუნდი და აგებს გუნდი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024