• Geo
  • Eng
07.07.2021
კახა ცხადაძემ ნეფთჩისთან პირველი მატჩი შეაფასა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, კახა ცხადაძემ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინაშე მატჩი შეაფასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

კახა ცხადაძე: ემოციები მატჩის შემდეგ ყოველთვის ჭარბობს და ლოგიკურად მსჯელობა ჭირს, მაგრამ ერთი შეხედვით, ფაქტია, რომ კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა წავაგეთ. სამწუხაროა, რომ ეს ჩვენი გაუმართლებელი შეცდომების შედეგად მოხდა.

იმ სქემამ იმუშავა, რომელიც შევიმუშავეთ, მაგრამ მათმა მეკარემ თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მიზნის მიღწევაში ხელის შეგვიშალა.

შევეცდებით, ამ მატჩიდან სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ცხადია, მეტოქის მიზანიც იგივე იქნება, რადგან ყოველთვის, პირველი შეხვედრა მეტწილად ინფორმაციის პრაქტიკაში მიღებას ემსახურება ხოლმე.

ფაქტია, რომ ტრანსფერების განხორციელება ვერ მოვასწარით. ბოლო ვადა გუშინდელ დღემდე გვქონდა და ახალი ფეხბურთელების დამატება გაგვიჭირდა, მხოლოდ ოსეის დამატება შევძელით. საქართველოში ლეგიონერის ჩამოყვანა კომპლექსურ პრობლემებთანააა დაკავშირებული. მოლაპარაკება მიღწეული გვქონდა ერთ-ერთ შემტევ ფეხბურთელთან, რომელთანაც მე აქამდეც ნამუშევარი მქონდა, ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მან უფრო სარფიანი წინადადება არჩია და ამან ძალიან დაგვაღალატა.

ჩვენი მომავალი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული და თუ გადავწყვეტთ, რომ დინამო თბილისს ბოლომდე მივყვეთ, მაშინ ბევრი საუბარი და დაგეგმარება მოგვიწევს.

მინდა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმის შესახებ, რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, რადგან მაყურებელს მხოლოდ შედეგი სჭირდება. სამწუხაროდ, დღესაც ასე გამოვიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024