• Geo
  • Eng
06.07.2021
ურთიერთშეხვედრები აზერბაიჯანულ კლუბებთან

აზერბაჯანულ გუნდებთან დინამოს დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს. ჩვენმა გუნდმა 1926 წელს პირველი საშინაო და გასვლითი მატჩები სწორედ ბაქოელებთან გამართა. 6 იანვარს ბაქოში ადგილობრივ დინამოსთან შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს. 3 დღის შემდეგ დინამომ ბაქოს პროგრესი მიიღო და 3-0 მოუგო.

დინამოსა და ნეფთჩის ერთმანეთთან 52 ოფცილური მატჩი (საბჭოეთის პირველობა) აქვთ გამართული. ამ პაექრობებიდან თბილისელებმა 25- ჯერ იმარჯვეს, ხოლო ბაქოელებმა 11- ჯერ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 75/48 დინამოს სასარგებლოდაა.

პირველი მატჩი 1949 წელს 0-0 დასრულდა, ხოლო ბოლო შეხვედრა 1988 წელს დინამომ 2-0 მოიგო. მას შემდეგ დინამოელები აზერბაიჯანულ კლუბს ორჯერ გადაეყარნენ და ორივეჯერ ეს კლუბი გაბალა აღმოჩნდა. 2015 წელს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამომ სახლში 2-1 იმარჯვა (ჯაბა ჯიღაურის და გიორგი პაპუნაშვილის გოლებს ჯავიდ ჰუსეინოვმა უპასუხა ზუსტი დარტყმით), თუმცა გასვლაზე შეხვედრა 0-2 დათმო (გოლები ასიფ მამადოვმა და ოლექსი ანტონოვმა გაიტანეს). 2019 წელს იმავე ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაბალაში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა (ლევან კუტალია და არფან დაფე). საპასუხო შეხვედრა თბილისელებმა დიდი ანგარიშით 3-0 მოიგეს (ლევან შენგელიას დუბლს, გოლი კვამე კარი კარიმ მიამატა). დინამო ოფიციალურ მატჩებში კიდევ ორ აზერბაიჯანულ კლუბს შეხვედრია - ერთხელ ბაქოს ტემპს და ორჯერ კიროვობადის დინამოს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024