• Geo
  • Eng
09.06.2021
შუქურასთან მატჩი ფრედ დასრულდა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ შუქურას უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე სტადიონზე მყოფმა გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით რეზო გაბრიაძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

კახა ცხადაძის სადებიუტო მატჩი მისმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან შეეცადა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. პირველ 15 წუთში გიორგი გაბედავა და ლუკა გაგნიძე ცდილობდნენ მეტოქის კარისთვის გასაღების მორგებას, თუმცა ორივეს დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. საპასუხოდ ნიკა ჭანტურიას თავური და როინ კვასხვაძე ადგლზე ხვდება ბურთს. ნახევარი საათის თავზე გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს. ჯერ მიშიკო სარდალიშვილის დარტმული მოიგერია დინამოელთა კიპერმა, შემდეგ კი ზორან მარუშიჩის პასით გიორგი კუცია რჩებოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო წამს ვერ შეწვდა ბურთს. ამის შემდეგ კი სტუმართა კარი აშკარა გოლს გადაურჩა მიჯრით ორ ეპიზოდში - ჯერ გიორგი გაბედავას ძლიერი თავური გაბრიელ თებიძემ უკუაგდო, დამატებაზე კი საიმონ ბენიომ ზევიდან გადააცილა კარს ბურთი. შეხვედრის 37- ე წუთზე უკვე ლევან ხარაბაძეს მართებდა ანგარიშის გახსნა, მან ბურთი საჯარიმოს კიდესთან მიიღო, ცრუმოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა, დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი დინამომ ცვლილებით დაიწყო, ლუკა გაგნიძის ნაცვლად მოედანზე მილან რადინი გამოჩნდა. თამაშის სცენარი არც პირველი 45 წუთის მერე შეცვლილა. დინამოელები ტოტალურ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. საბოლოო და ლოგიკური შედეგი დინამელთა სათამაშო უპირატესობამ 64- ე წუთზე გამოიღო. მილან რადინი საჯარიმოში შეიჭრა, შორ ძელთან გადაცემა თანამემამულეს გაუკეთა და ეროვნული ლიგის ბომბარდირმაც ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თორნიკე მორჩილაძის გადაცემას ვეღარ მიწვდა ზორან მარუშიჩი, თორემ მეორე გოლი გარდაუვალი იქნებოდა. 82- ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯეფერსონმა გამოიყენა 1-1. შეხვედრის 86- ე წუთზე კიდევ ერთი აკადემიის აღზრდილის დავით ზურაბიანის დებიუტი შედგა დედაქალაქელტა რიგებში. დარჩენილ დროში დინამო ბევრს უტევდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

დინამო  1-1  შუქურა

გოლი: 1-0 მარუშიჩი 64’  1-1 ჯეფერსონი (პენ) 82’ 

გაფრთხილება: ჯეფერსონი 19’  მუსელიანი 32’  სპორქსლედე 77’  ვერულიძე 90+2’

 

დინამო: კვასხვაძე, მონხილი (მექვაბიშვილი 86), ბენიო, კობოური, პაპავა, გაგნიძე (რადინი 46), ხარაბაძე (მორჩილაძე 65), სპორქსლედე, კუცია (ზურაბიანი 86), გაბედავა (ახვლედიანი 87), მარუშიჩი

შუქურა: თებიძე, რეხვიაშვილი, ჭანტურია, გაფრინდაშვილი, ფარტენაძე (გოგიტიძე 73), კაკაშვილი, ჯეფერსონი, კოლინსი (ხმალაძე 55), სარდალიშვილი, მუსელიანი (კვარაცხელია 73), ინგოროყვა (ვერულიძე 80)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024