• Geo
  • Eng
27.05.2021
ვიცით, რომ ჩვენგან ბევრს ელოდებიან

მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კახა ცხადაძემ კლუბის ვებ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა:

კახა ცხადაძე: ბედნიერი ვართ, რომ დავბრუნდით ამ ძალიან დიდ გუნდში. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დინამო თბილისი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ბრენდია. ჩვენ ამას ვგრძნობთ და ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს. ვიცით, რომ ჩვენგან ბევრს ელოდებიან. ძალიან გვინდა, რომ გულშემატკივარს და იმ ხალხს, ვისაც ჩვენი სჯერა, იმედი არ გავუცრუოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორად ვიმუშაოთ და იმ შედეგს მივაღწიოთ, რასაც ჩვენგან ელიან. არც ერთ გუნდს არ ვაკნინებ, მაგრამ საქართველოსთვის დინამო განასაკუთრებულია, ძალიან დიდი მოთხოვნებია და შესაბამისად, ძალიან საპასუხისგებლო სამუშოა. კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთამანეთს ემთხვევა, შესაბამისად, შეთანხმება მალე მოხდა, გვინდა, რომ ჩვენი დაბრუნება ამ კლუბში წარმატებული იყოს. მთავარია, ფეხბურთელებმა სწორად გაგვიგონ და მალე აუღონ ალღო ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენმა წინამორბედებმა კარგი ფეხურთელებით დაკომპლექტებული მზა გუნდი დაგვახვედრეს. მოთამაშეები კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაში არიან. კარგია, რომ გარკვეული ეტაპები გავლილია, რასაც ჩვენს ხედვებს დავამატებთ, იმედია ფეხბურთელები სწრაფად აითვისებენ ყველაფერს და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რაც ჩვენ გვინდა. სეზონი დაწყებულია, გუნდში დიდი სამუშაოა გაწეული. კარგია, რომ რამდენიმე დღე გვაქვს, რათა ფეხბურთელებს კარგად გავაცნოთ ჩვენი ხედვები, მაქსიმალურად შევეცდებით ერთმანეთს მალე გავუგოთ. რაც მთავარია, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. მთავარია ეს მუხტი და ემოციები სწორად მივმართოთ და შედეგსაც მივაღწევთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024