• Geo
  • Eng
16.05.2021
დინამომ თელავთან მორიგი სამი ქულა აიღო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 14 ტურის შეხვედრაში დინამოელებმა თელავს უმასპინძლეს. თბილისელთა ძირითად შემადგენლობას ტრავმის შემდეგ საიმონ ბენიო დაუბრუნდა. თავად შეხვედრა კი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას შეეცადნენ. მატჩის მეექვსე წუთზე მასპინძლებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ საბა ხვადაგიანის თავური, მცველს მოხვდა, მომდევნო შეტევაში კი ზორან მარუშიჩის დარტყმა არ გამოდგა ზუსტი. მე- 14 წუთზე კი შორი დარტყმები რატი არდაზიშვილმა და გიორგი კუციამ გაცვალეს. შეხვედრის 22- ე წუთზე თბილისელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, ანზორ მექვაბიშვილის ჩაწოდების შემდეგ თორნიკე ახვლედიანის თავური და ბურთი მცირედით აცდა გიორგი ჩოჩიშვილის კარს. ცოტახანში გიორგი კუციას მიერ შესრულებული ტექნიკური ილეთი ვნახეთ, დინამოელთა შემტევი საბოლოოდ აკრძალული ილეთით შეაჩერეს და მწვავე სიტუაცია განმუხტეს თელავის მცველებმა. საპასუხო კონტრიერიშში კი უკვე ფაბიან სპორქსლედემ ივარგა, რომელმაც ერთი ერთზე გაკეთებული სახიფათო გადაცემა ჩაჭრა. მატჩის 41- ე წუთზე მილან რადინს შედევრის შექმნაში ხელი ჩოჩიშვილმა შეუშალა. სერბმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო მკერდზე ბურთი და ნხევარბრუნში შეეცადა გატანას, თუმცა როგორც თავში აღვნიშნეთ, ბურთი თელავის მეკარემ მოიგერია. მომდევნო შეტევაში კუთხურის მერე საიმონ ბენიოს თავური ცდება სტუმართა კარს. საბოლოოდ პირველი ტაიმი დინამოელთა დიდი უპირატესობით, თუმცა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარი პირველის დარი სცენარით დაიწყო. დებიუტში გიორგი კუციამ და ლაშა შერგელაშვილმა გაცვალეს ძლიერი დარტყმები. 54- ე წუთზე კი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს მასპინძლებმა - ზორან მარუშიჩი, თორნიკე ახვლედიანი და მილან რადინის დარტყმა, ბურთი კი ზევიდან გადაევლო თელავის კარის ხარიხას. 56- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა სტუმართა კარი. მილან რადინის კარგი თამაში, ზორან მარუშიჩმა დაამუშავა ბურთი, დარტყმა და თამაშში უკვე ძელი ჩაერთო. საბოლოოდ დინამოელთა შეტევებმა შედეგი შეხვედრის 64- ე წუთზე გამოიღო, ბაქარ ქარდავას გადაცემით თავისი სადებიუტო გოლი კიდევ ერთმა აკადემიის აღზრდილმა საბა ხვადაგიანმა გაიტანა 1-0. გოლიდან ათიოდე წუთში ზორან მარუშიჩი ახლო მანძილიდან დასწრებაზე თამაშობდა, დარტყმული კი არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ დინამომ 1-0 მოიგო და მორიგი 3 ქულა ჩაწერა აქტივში.

 

დინამო  1-0  თელავი

გოლი: 1-0 ხვადაგიანი 64’ 

გაფრთხილება: ჯიქია 30’  ფაცაცია 75’  არდაზიშვილი 93’ 

 

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კობოური, მექვაბიშვილი (პაპავა 67), რადინი, სპორქსლედე (მორჩილაძე 86), ხარაბაძე, კუცია (ქარდავა 59), ახვლედიანი (გაბედავა 59), მარუშიჩი (კეიტა 86)

თელავი: ჩოჩიშვილი, ჯიქია, ბერიაშვილი, ფაცაცია, მ. ბაშალეიშვილი, ჯანელიძე (ხაბულიანი 84), ბაიბალაევი (ციცქიშვილი 58), შერგელაშვილი, ინჯგია, არდაზიშვილი, შეყილაძე (კოხრეიძე 75)

 

მსაჯი: ბ. ნინუა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024