• Geo
  • Eng
10.05.2021
დინამო-2 და 19 წლამდელები სრული სვლით

ლიგა 4- ის თეთრ ჯგუფში მეშვიდე ტურის მატჩი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ჩაატარა. დინამოელებმა იბერიას უმასპინძლეს და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. გიორგი მოისწრაფიშვილმა შეხვედრის მე- 17 წუთზე მაკრატელა დარტყმით გახსნა ანგარიში. 31- ე წუთზე კობა შალამბერიძემ ზუსტი პენალტით სტატუს ქვო აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 63- ე წუთზე ისევ გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა და დინამო 2- მა მეშვიდე ტურში მეშვიდე მატჩი მოიგო. შემდეგ შეხვედრას დედაქალაქელები 15 მაისს ოდიშთან ჩაატარებენ.

თავისი მატჩი ვალერი გაგუას გუნდმაც ჩაატარა. 19 წლამდელები ზუგდიდს ესტუმრნენ და ადგილობრივ დინამოს 2-0 აჯობეს. გოლები სიხარულაშვილის და თურაზაშვილის ანგარიშზეა. დინამოელები ამ გათამაშებასაც 7 მატჩის მერე 7 მოპოვებული გამარჯვებით ერთპიროვნულად ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 17 მაისს ტორპედოსთან ჩაატარებენ.

 

დინამო-2  2-1  იბერია

U19 დინამო ზუგდიდი  0-2  დინამო თბილისი

დინამო-2: ხარშილაძე, სალუქვაძე, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე (მირზიკაშვილი 77), ჩხეტიანი (ხინჩიაშვილი 77), ზურაბიანი (გრძელიძე 77), მოისწრაფიშვილი, გვიშიანი (სიხარულაშვილი 53), მაისურაძე (ორშულა 58)

U19 დინამო: ბერუაშვილი, გოგონაძე, დუნდუა, ბაგრატიონი, უბილავა, სიჭინავა, ქეცბაია, ბაბლუანი, ღონღაძე, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი

სათადარიგო სკამი: კილასონია, დათუაშვილი, მორჩილაძე, ცხოვრებაშვილი, შენგელია, გეგიაძე, თურაზაშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021