• Geo
  • Eng
25.04.2021
სამგურალი 2-0 დინამო

დღეს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამგურალმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქელთა კარში ადგილი გამოჯანმრთელებულმა ომარ მიგინეიშვილმა დაიკავა, თუმცა გუნდმა დამატებით მილან რადინი (ტესტებმა დადებითი აჩვენა), ნოდარ იაშვილი და გიორგი გაბედავა (ორივეს ტრავმა) მოისაკლისა.

გუნდებმა აქტიურად დაიწყეს თამაში. რამდენიმე ნახევრადსახიფათო მომენტის შემდეგ დედაქალაქელებმა მე- 20 წუთზე მწვავედ შეუტიეს და ანზორ მექვაბიშვილის დარტყმულის შემდეგ ბურთი მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია. მატჩის 34- ე წუთზე მაქსიმე ქვილითაიამ კიდევ ერთხელ იხსნა მასპინძელთა კარი. გიორგი კუციას უძლიერესად შესრულებული საჯარიმო დარტყმა გოლკიპერმა ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ უკვე ომარ მიგინეიშვილმა ითამაშა დამაჯერებლად, როდესაც სერგო კუხიანიძის დარტმული მოიგერია. ტაიმის ბოლოს სტუმრებს კონტრშეტევა გამოეპარათ და სერგო კუხიანიძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე სამგურალს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მგრამ კუხიანიძის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. საპასუხოდ სტუმართა სახიფათო შეტევა მარცხენა ფრთიდან, ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულს ზორან მარუშიჩი თავით გზავნიდა, მომენტი კი მცველმა განმუხტა. დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მიჯრით რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა. 65- ე წუთისთვის სამგურალის კარი გოლს გადაურჩა, ბოლო წამს მცველმა მოასწრო დაუცველი კარიდან ბურთის გამოტანა. აქედან ერთ წუთში დინამოელთა რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის, აკადემიის აღსაზრდელის - თორნიკე მორჩილაძის დებიუტი შედგა. დინამო მასირებულ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ ხეირიანივერაფერი შექმნა, ბოლო წუთზე კონტრშეტევა და ბუხაიძემ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

 

სამგურალი  2-0  დინამო

გოლი: 1-0 კუხიანიძე 44’  2-0 ბუხაიძე 90+3’

გაფრთხილება: მჭედლიშვილი 33’  კუცია 35’  კირკიტაძე 68’  მექვაბიშვილი 70’  კუხიანიძე 78’  ლექვთაძე 81’  ბუხაიძე 95’

გაძევება: ბუხაიძე 95’

 

სამგურალი: ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი, მჭედლიშვილი, ბურჯანაძე, კუხიანიძე (ბუხაიძე 83), ფონიავა (კიკაბიძე 83), კალანდარიშვილი, ვერულიძე (ლექვთაძე 46), ქურდაძე, დოლიძე

დინამო: მიგინეიშვილი, მონხილი, პაპავა, კობოური, ხარაბაძე, კუცია (კასტრო 82), მექვაბიშვილი, გაგნიძე (მორჩილაძე 66), ქარდავა, აბუაშვილი (ახლედიანი 66), მარუშიჩი

 

მსაჯი: კ. გიორგაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024