• Geo
  • Eng
23.04.2021
დინამო-2 სრული სვლით

დინამოს მეორე შემადგენლობამ მეოთხე ლიგაში მეოთხე ტურის მატჩი საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართა და შარშანდელ სეზონში ყველაზე პრინციპულ ოპონენტს - სართიჭალის შტურმს დაუპირისპირდა. მატჩი არც ამჯერად ყოფილა უღიმღამო საყურებელი და პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. დინამოელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ხელსაყრელი მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ, 57- ე წუთზე კი ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა მოედანზე. მსაჯმა წითელი ბარათები თორნიკე ჩადუნელს და რევაზ ხინჩიაშვილს უჩვენა. დინამომ ბოლოსკენ უფრო გაამწვავა შეტევები და შედეგიც გამოიღო. ლუკა სალუქვაძემ 83- ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო გიორგი ბლიაძემ ხუთ წუთში საბოლოო შედეგი დააფიქსირა და დინამომ მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. 4 ტურის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მქსიმალური შედეგით და გოლგაუშვებლად სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს დინამო-2 28 აპრილს აკადემიის მოედანზე ზესტაფონის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შტურმი 0-2 დინამო-2

დინამო-2: ხარშილაძე, სალუქვაძე, ორშულა (ბლიაძე 54), მაისურაძე, გაბიტაშვილი, ხინჩიაშვილი, ჟივიძე, ოსიყმაშვილი (სიხარულაშვილი 83), ზურაბიანი (ჩხეტიანი 46), მორჩილაძე, გვიშიანი (გრძელიძე 54)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024