• Geo
  • Eng
20.02.2021
სუპერთასამდე

ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასს დინამო და გაგრა გაითამაშებენ. ფინალი 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩი ამ გათამაშებისთვის საიუბილეოა, რადგან სლავა მეტრეველის სახელობის ტროფეი მეოცედ გათამაშდება.

აბსოლიტური რეკორდსმენი დინამოა, რომელმაც სუპერთასი შვიდჯერ მოიგო და ამის გარდა კიდევ ოთხჯერ იასპარეზა ფინალში. დინამო ხვალ მეთორმეტე ცდით შეეცდება მერვე ტიტულის მოპოვებას, გაგრა კი მეორედ იასპარეზებს ფინალში.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც ერთგვარი რეკორდსმენია. ჩვენი დედაქალაქის მეორე სტადიონი სუპერთასს მეშვიდედ უმასპინძლებს. აი დინამოელი კახა გოგიჩაიშვილი კი ერთადერთია, რომელმაც ეს ტიტული ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიპოვა. ხვალინდელ ფინალში გიორგი ნემსაძე (დინამო) და გაგა კირკიტაძე (გაგრა) სამწვრთნელო კარიერის პირველ ტიტულს გაითამაშებენ.

ტიტულების მხრივ აბსოლიტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ, რომელმაც თასი ხუთჯერ მოიგო (3 დინამო, 2 ამერი). დინამოელთაგან კი სუპერთასი სამჯერ გივი დიდავასთან ერთად ალექსანდრე იაშვილმა მოიპოვა. ასევე სამი ტიტული აქვს დავით ოდიკაძეს (2 დინამო, 1 ჩიხურა). მოახლოებულ მატჩში მესამე ტიტულის მოპოვება დინამოდან გიორგი გაბედავას (ჩიხურა, საბურთალო) და გაგრადან (ზესტაფონი, სამტრედია) გურამ სამუშიას შეუძლიათ.

ფინალში ასპარეზობის შემთხვევაში ერთ რეკორდს როინ კვასხვაძეც დაამყარებს. მისთვის ეს მეშვიდე ფინალი იქნება.

სეზონის პირველ შეხვედრას ჯვაროსნების ახალი მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი დაესწრება.

 

აქვე დინამოელთა ყველა ფინალი:

დინამო თბ 4-0 დინამო ბთ  28.07.96

დინამო თბ 4-1 დინამო ბთ  4.8.97

დინამო თბ 1-2 დინამო ბთ  2.8.98

დინამო 1-0 ტორპედო  29.2.00

დინამო 1-0 ლოკომოტივი  17.9.05

დინამო 1-0 ზესტაფონი  3.12.08

დინამო 1-2 ვიტ ჯორჯია  17.12.09

დინამო 0-1 ჩიხურა  22.12.13

დინამო 1-0 ჩიხურა  11.12.14

დინამო 1-0 დილა  25.8.15

დინამო 0-1 საბურთალო  23.2.20

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024