• Geo
  • Eng
08.02.2021
ჩვენი მეტოქე - საფეხბურთო კლუბი სოჭი

დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეშვიდე სპარინგ შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი სოჭი იქნება. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბი სოჭი 2018 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც სანკტ-პეტერბურგის დინამომ სოჭში გადაინაცვლა. თავის საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი მეტოქე 48 000- იან ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს. სოჭის საკლუბო ფერები ლურჯ და თეთრშია გადაწყვეტილი. კლუბმა 2019/2020 წლების სეზონში პირველად ითამაშა პრემიერლიგაში.

სოჭელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუსი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმირ ფედოტოვი მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე პირველობაზე 19 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024