• Geo
  • Eng
04.02.2021
დინამომ ლუდოგორეცთან მატჩი დათმო

გიორგი ნემსაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე მეხუთე სპარინგი ბულგარეთის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონთან - რაზგრადის ლუდოგორეცთან გამართა.

შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე ზორან მარუშიჩის გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ბოლო მომენტში გიორგი მოისწრაფიშვილის და ნოდარ იაშვილის დარტყმებმა ვერ მიაღწია მიზანს. ლუდოგორეცმა ტაიმის შუაში ანგარიშის გათანაბრება კირილ დესპოდოვის გოლით მოახერხა. ტაიმის ბოლოსკენ კი კლაუდიუ კესერუმ დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და ბულგარელები დააწინაურა. მეორე ტიმში დინამომ უმატა შეტევებს, აქტიურად გამოიყურებოდა შეცვლაზე შემოსული თორნიკე ახვლედიანი, რომელსაც მეტოქის მცველი საჯარიმოში აკრძალული ილეთით აჩერებდა, თუმცა მსაჯმა ჩვენი გუნდის ფორვარდი დააჯარიმა. დაცვაში დაშვებული შეცდომა და მავის ჩიბოტამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ბოლო წუთებზე თბილისელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. შეხვედრის ბოლოსკენ გიორგი ნემსაძემ მოედანზე სერბი ახალწვეული მილან რადინიც შეუშვა. საბოლოოს დინამომ 1-3 დათმო სპარინგი. მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი 6 თებერვალს ზორიასთან ჩაატარებს.

დინამო 1-3 ლუდოგორეცი

დინამო: მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, ბენიო, მონხილი, პაპავა, ლომინაძე, იაშვილი, ორშულა, მოისწრაფიშვილი, კასტრო, მარუშიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, ქარდავა, კუცია, შულაია, წოწონავა, მექვაბიშვილი, ახვლედიანი

ლუდოგორეცი: დოს სანტოსი, ვერდონი, სა, სისინიუ, ნედიალკოვი, დიაკოვი, სანტანა, სოუზა, კესერუ, დესპოდოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024