• Geo
  • Eng
23.01.2021
სპრინგი სერბულ რადნიკთან

პირველი მატჩი თურქულ შეკრებაზე გიორგი ნემსაძის გუნდმა სერბული სუპერლიგის რადნიკთან გამართა. შეხვედრა ბელეკში იმავე მოედანზე გაიმართა, რომელზეც ჩვენი გუნდი საწვრთნელ პროცესს გადის. გიორგი ნემსაძემ გუნდი ორი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა. თავად მატჩი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად თბილისელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმში მიზანთან ახლოს ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა და გიორგი კუცია იყვნენ. მეორე ტაიმში კი კარლოს კასტროს, გიორგი მოისწრაფიშვილს და ფილიპ ორშულას მართებდათ გოლის გატანა. სერბებმა კი პირველი ტაიმის ბოლოს ზორან დანოსკის ზუსტი თავურით იხეირეს. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 26 იანვარს ასევე სერბული ნაპრედაკის წინააღმდეგ გამართავენ.

 

დინამო 0-1 რადნიკი

 

დინამო: კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, სპორკსლედი, პაპავა, მექვაბიშვილი, იაშვილი, კუცია, გაბედავა, მარიშიჩი

მეორე ტაიმი: მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, ძოწენიძე, ქარდავა, შულაია, წოწონავა, ლომინაძე, გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, კასტრო, ახლედიანი (ორშულა)

რადნიკი: რანდიოლოვიჩი, სპასიჩი, ლუკიჩი, იოვიჩი, ჯორჯევიჩი, ორეშჩანინი, დანოსკი, სტევანოვიჩი, კრიჩაკი, მილოვანოვიჩი, იოკიჩი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024