• Geo
  • Eng
23.01.2021
ზაურ სვანაძე იუბილარია

დღეს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ვეტერანი ნახევარმცველის და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის – ზაურ სვანაძ იუბილეა. გამორჩეულ ფეხბურთელს 63 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981- დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 343 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ– ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. დინამოელები ვულოცავთ ზაურ სვანაძეს, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ იუბილარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024