• Geo
  • Eng
05.01.2021
ორი ახალწვეული დინამოში

დინამოს რიგებში გარემარბი - ლევან წოწონავა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი მარტვილის მერანის აღზრდილია და დასრულებულ სეზონში სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ლევან წოწონავამ ჩვენს კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგელი - ფაბიან სპორკსლეიდი იასპარეზებს. 27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის აიაქსის აღზრდილია და კარიერაც აიაქსში დაიწყო. ცოტახნით ვილემ II- სა და ლუპა კასტელიში ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი ბრედას და ბოლოს ვალვაიკის ღირსებას იცავდა. ფეხბურთელსა და დინამოს შორის ასევე ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024