• Geo
  • Eng
31.12.2020
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ ახალ 2021 წელს!
დაე ეს წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

2020 ჩვენთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული გამოდგა. პანდემიამ ყველა სფეროს, ფეხბურთის ჩათვლით პრობლემები შეუქმნა და რაც ყველაზე სამწუხაროა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს მინდა ახალი წარმატება და წინსვლა ვუსურვო. მათ განსაკუთრებულად რთული პერიოდი გამოიარეს, წვრთნა გარკვეული დროის მანძილზე ონლაინ რეჟიმშიც კი უწევდათ. გაგვახარა ახლადშექმნილმა დინამოს მეორე გუნდმა, რომელმაც რეგიონლიგაში იმარჯვა და ლიგა 4- ში დაწინაურდა.

ევროთასზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად მომავალს იმედიანად ვუყურებ. მჯერა ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენმა გუნდმა მიჯრით მეორედ, გამარჯვებით დაასრულა სეზონი, მოიპოვა მე- 18 ტიტული და მიზნები არც მომავალ წელს შეიცვლება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მთელი სეზონის მანძილზე, ამ რთულ პერიოდში გვერდში გვედგა.

აღებული გეზი უცვლელია - დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას, მათ ხელშეწყობას და დაწინაურებას.

ვულოცავ ახალ წელს ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალში.

ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2021 წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
 


დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024