• Geo
  • Eng
23.09.2020
მეასე მატჩი ევროპალიგაზე

დღეს დინამო უეფას ევროპა ლიგის მესამე სალვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ტორშავნში გამართავს. თბილისელები კლაკსვიკს ტორშვოლურზე თბილისის დროით 22.00 საათიდან დაუპირისპრდებიან. დინამოელებისთვის ევროპა ლიგის გათამაშებაში (უეფას თასი) ეს შეხვედრა საიუბილეო მე- 100 იქნება.

კი კლაკსვიკი 1904 წელს დაფუძნებული გუნდია. ჩვენი მეტოქე ფარერებზე ყველაზე ასაკოვან და ტიტულოვან გუნდად ითვლება. კლაკსვიკის საშინაო არენა ვი ჯუპუმუირარი 2600 გულშემატკივარზეა გათვლილი, თუმცა ლურჯ-თეთრები ევრო მატჩებს ტორშვოლურზე ატარებენ.

კლაკსვიკის ტიტულების კოლექციას 18- ჯერ მოპოვებული ოქროს მედლები და 6- ჯერ აღმართული თასი ამშვენებს. ფარერელებს ევროპული დებიუტი 1992 წელს ჰქონდათ, შარშანდელი მათი გამოსვლა კი წარმტებულადაც შეიძლება შეფასდეს. კლაკსვიკმა პრე შესარჩევ ეტაპზე ტრე ფიორი დაამარცხა, შემდეგ რიტერაის მოუგო და მეორე რაუნდში ლუცერნთან დამარცხდა. წელს კი კლაკსვიკი პირველ ეტაპზე ბრატისლავის სლოვანს უბრძოლველად გაცდა, რაშიც თავისი წვლილი კოვიდ ინფექციამ შეიტანა. მეორე რაუნდში ფარერელებს იანგ ბოიზმა აჯობა და ჩვენმა მეტოქემ ევროპა ლიგაზე გადმოინაცვლა.

კლაკსვიკს 44 წლის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - მიკიალ თომასენი ხელმძღვანელობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024