• Geo
  • Eng
13.09.2020
ჩისკომ ზღვისპირელებთან მოგება შეაფასა

ბათუმის დინამოსთან მოგებული შეხვედრა ჩისკო მუნიოსმა შეაფასა.

ჩისკო მუნიოსი: კარგი თამაში გამოვიდა. ბედნიერი ვარ ბიჭების ასპარეზობით, მათ აჩვენეს თუ რამხელა პოტენციალი აქვს გუნდს. ეს არის ჩვენი სამომავლო გზა და დარწმუნებული ვარ გუნდი შემდეგი შეხვედრისთვისაც მზად იქნება, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს უელსში. დღევანდელ თამაშზე კი ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და არ იყო ეს იოლი შეხვედრა. მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ და ესე უნდა გავაგრძელოთ. ცოტა დრო გვაქვს რეალურად, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024