• Geo
  • Eng
20.08.2020
კახა ჩხეტიანმა დინამო დატოვა

კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა  ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო.

 

  • კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024