• Geo
  • Eng
15.08.2020
სპორტული მედიის საყურადღებოდ

მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 სეზონის საკვალიფიკაციო მატჩები უეფას მოთხოვნით გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება მედიის დასწრებას, ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან მიღებული გვაქვს სპეციალური რჩევები და მითითებები.

19 აგვისტოს გასამართი დინამო - ტირანას მატჩისთვის მედია აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით, შესაბამისად გვექნება თხოვნა - გაგებით მოვეკიდოთ არსებულ საკითხს. მაქსიმალურად შევეცდებით უმრავლესობა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუკი თითო ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციაზე იქნება მოთხოვნა.

აკრედიტაციის მსურველთა განაცხადების მიღება დღეიდან 17 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge

17 აგვისტოს შემდეგ მიღებული მოთხოვნა აღარ განიხილება. აკრედიტაციების გაცემის დრო და თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მატჩისწინა და მატჩის დღეს პირბადის გარეშე სტადიონზე და მედია დარბაზში არავინ დაიშვება

აკრედიტაციის მიღების მსურველ მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ: 

მედია საშუალების დასახელება:

სახელი და გვარი (ვიზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):

მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი, ვებ გვერდი, ფოტოგრაფი):

მედია საშუალების ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

 

მსურველებს დასტური ეცნობებათ მეილზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024