• Geo
  • Eng
12.08.2020
ფრე თელავთან

დღეს თელავში ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველი მატჩი გაიმართა. კავკასიონი არენაზე თელავმა დინამოს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონი თელავს 13 წლიანი პაუზის შემდეგ ესტუმრა და მოედანზე გამოსულ დინამოელებს სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი აპლოდსმენტებით შეეგება. პირველი ტაიმი გუნდებმა შეტევაში, თუმცა განსაკუთრებული საგოლე მომენტების გარეშე განვლეს. ყველაზე სახიფათო ეპიზოდი კი ნახევარი საათის თავზე მასპინძელთა კართან შეიქმნა, როდესაც ნოდარ ქავთარაძის დარტყმული ბურთი გარდაუვალი გოლისგან თელავის კარის ძელმა იხსნა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ბურთის ფლობის უპირატესობა მოიპოვეს და უფრო სახიფათოდ დაიწყეს შეტევაში წასვლა, ამას არც სტუმრები ჩამორჩნენ და გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც გაცვალეს. მეორე ტაიმის შუაში ირაკლი ბუღრიძე ვერ შეწვდა (ორჯერ) ხელსაყრელ შესატევ სიტუაციაში ბურთს. ბოლოსკენ გიორგი კუხიანიძის დარტყმული ოდნავ გადაცდა მასპინძელთა ხარიხას, საპასუხოდ კი დინამოელთა ძელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გადაარჩინა დედაქალაქელთა გუნდი. ამრიგად განმეორდა პირველი წრის ანგარიში და მეტოქეები ერთმანეთს გოლგაუშვებლად დაცილდნენ.

 

თელავი  0-0  დინამო

გაფრთხილება: შულაია 24’  ჩუკვურა 27’  თოლორდავა 37’  ჩაბრაძე 44’  კუცია 60’ 

 

თელავი: სანიკიძე, ჩაბრაძე, ბერიაშვილი, თოლორდავა, დიმიტროვსკი, ჩუკვურა, მ. ბაშალეიშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, მოსიაშვილი, რუხაძე (სამუშია 70), კოხრეიძე

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე (ბუღრიძე 72), შულაია, კუცია (კუხიანიძე 61), გაბედავა (პერნამბუკუ 86)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024