• Geo
  • Eng
08.08.2020
დინამომ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დინამოელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ პატივი მივაგოთ ეროვნული გმირების ხსოვნას. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ვაჟკაცები არასდროს, არავინ არ დაივიწყოს. მე ასევე მინდა მოვიხსენიო ის უხილავი გმირები, რომელთა სასაფლაოც კი არ არსებობს და საზოგადოებამ მათი სახელიც კი არ იცის. მათ ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. დიდება ჩვენს გმირებს, რომელთა გარეშეც ჩვენი ხვალინდელი მომავალი არ შედგებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს. ამ ადამიანებმა ამ მიზნისთვის ყველაფერი გაიღეს, ახლა კი ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მადლობა მათ – დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024