• Geo
  • Eng
03.06.2020
25 ივნისს ჩემპიონატი განახლდება

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს საბურთალო-დინამოს მატჩით განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020