• Geo
  • Eng
28.05.2020
ნუკრი კაკილაშვილი იუბილარია

დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი - ნუკრი კაკილაშვილი იუბილარია. დღეს მას 60 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1979-1987 წლებში ასპარეზობდა. 258 ჩატარებულ შეხვედრაში 33- ჯერ მოახერხა გოლის გატანა. არის სსრკ- ს ჩემპიონატის პრიზიორი 1981 წელს, ბროლის თასის მფლობელი 1979 წელს და უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. დინამოელები ვულოცავთ ნუკრი კაკილაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024