• Geo
  • Eng
07.04.2020
დავით მუჯირი – 64

დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელი – დავით მუჯირი იუბილარია. დღეს იგი 64 წლის გახდა. დავით მუჯირი დინამოს შემადგენლობაში 1974 წლიდან 1983 წლამდე ასპარეზობდა და 213 შეხვედრა ჩაატარა. უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული 1981 წელს. არის სსრკ– ს 1978 წლის ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი 1976 წლის გაზაფხული–შემოდგომაზე. ასევე არის ორგზის ბროლის თასის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. დინამოელები ვულოცავთ დავით მუჯირს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020