• Geo
  • Eng
22.01.2020
ჩვენი მეტოქე - ბოტევი პლოვდივი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგრეთის პროფესიული ლიგის წარმომადგენელი - პლოვდივის ბოტევი იქნება. მატჩი სიდეში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

კანარელების გუნდი 1912 წელს დაარსდა და 18 700- იან ხრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი შავი და ყვითელია. ბოტევი მოქმედი კლუბებიდან ბულგარეთში უძველესია. გუნდის სახელი კი ბულგარეთის ეროვნული გმირის ხრისტო ბოტევის საპატივცემულოდ ქვია. სახელი კლუბს საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეეცვალა და სხვადასხვა დროს დნვ, დნა, სკნა და თრაკია ერქვა.

ბოტევმა ბულგარეთის ჩემპიონის ტიტული ორჯერ 1929 და 1967 წლებში მოიპოვა. ნაციონალური თასი კანარელებმა 1962, 1981 და 2017 წელს აღმართეს. 2017 წელს ბოტევმა ტიტულებს სუპერთასიც მიამატა. ბულგარელებმა 1972 წელს ბალკანეთის თასი იუგოსლავიის ვარდართან ორი მატჩის ჯამში 5-4 მოგებულ შეხვედრაში მოიპოვა.

ბულგარელები თურქულ შეკრებაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 15 იანვარს პირველი ამხანაგური მატჩი პლოვდივის მარიცასთან გამართა და 6-0 დაჯაბნა თანაქალაქელი. 18 იანვარს ბოტევი უკრაინულ ოლექსანდრიას შეხვდა და პაექრობა 0-4 დათმო. ჩვენს ოპონენტს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ფერარიო სპასოვი ხელმძღვანელობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020