21.01.2020
დინამოელები განვითარების თასზე

მინსკში სტარტი აიღო განვითარების თასის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს 17 წლამდე ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურმა აღნიშნული ტურნირისთვის ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 11 ფეხბურთელი გამოიძახა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა პირველი შეხვედრა ისრაელის ნაკრებთან საყაიმო ანგარიშით 1-1 დაასრულა. გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. მეორე მატჩში საქართველომ ისლანდიას ჩვენი გუნდის ნახევარმცველის საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 აჯობა. შემდეგ შეხვედრას ჯვაროსნები 23 იანვარს ტაჯიკეთის ნაკრებთან ჩაატარებენ.

დინამოელები განვითარების თასზე: გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, საბა ხვადაგიანი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, მიხეილ ავალიანი, ნიკა უგრეხელიძე, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი და ჯადული იობაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020