29.12.2019
ანდრო ჟორდანია – ლეგენდარული მწვრთნელი

1904 წლის 29 დეკემბერს დინამოს ისტორიაში გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწე, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი - ანდრო ჟორდანია დაიბადა. თბილისური გუნდის პირველი კაპიტანი დინამოს რიგებში 1925-1928 და 1930-1931 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი დინამოს სათავეში 1945-1947, 1955, 1959-1961 წლებში ედგა და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ 1947 და 1959 წლებში დაიკავეს მესამე ადგილი. ასევე ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი. მის ხელში აღიზარდა ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი. ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის საწვრთნელი ბაზა ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020