24.12.2019
რეგიონთა თასი თბილისმა მოიგო

რეგიონთა თასის 2019 წლის გათამაშება დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩი სფფ- ს ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე გაიმართა, ტიტულისთვის კი ერთმანეთს თბილისის და აჭარის რეგიონალური ნაკრები შეხვდა. მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა. თბილისელთა შემადგენლობაში დინამოს აკადემიის თერთმეტმა ფეხბურთელმა იასპარეზა: ლექსო ფეიქრიშვილი (კაპიტანი), ლუკა ხელაშვილი, რატი გრიგალავა, ნიკა ბენდიანიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ვარსემაშვილი, ლუკა შაშიაშვილი, დავით ქელდიშვილი, გიორგი ხუფენია, ლაშა პატარკაციშვილი და ალექსანდრე თურქია.

ამრიგად თბილისის ნაკრები 2020 წელს ტრადიციულად გერმანიაში გაემგზავრება და ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020